Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე კარბელაშვილი![]()
Biographyპეტრე კარბელაშვილმა განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1878 წლიდან იგი სხვადასხვა სამრევლოში მედავითნეობდა და ასწავლიდა კითხვას. 1889 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართლ-კახურ გალობას ასწავლიდა. 1900 წლიდან მღვდლად აკურთხეს და ჯერ მშობლიურ სოფელ საკორინთლოში, ხოლო შემდგომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას. 1920-იანი წლებიდან მსახურობდა მუხრანის სამრევლოში, საიდანაც 1924 წელს სხვა თანასოფლელებთან და ძმასთან – დეკანოზ ანდრიასთან ერთად ტირიფონას ველზე დახვრიტეს. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე 6 სექტემბერი დააწესა. წყარო: ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |