The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა კაპანაძე

ანა კაპანაძე
Date of birth:8 March, 1886  (139 years)
Category:Educator, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქართველ ქალთა თბილისის ჭრა-კერვის სკოლა 1905 წელს (დააარსა ეკატერინე გაბაშვილმა) და ქალაქ ტვერის სამრეწველო კურსები 1913 წელს.

1908 წელს, ქ. თბილისში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნთსაცავ-სამკითხველოში მუშაობის დროს, გამოსცა ალმანახი "მოწაფე" (ორი ნომერი), რომლებშიც უმთავრესად დამწყები მწერლების ნაწერებს ბეჭდავდა. 1909 წელს თბილისის უსინათლოთა სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას. 1907 წელს, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით ავლაბარში გახსნა ქართული წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1903 წელს თბილისში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა. 1915 წელს საგარეჯოში დააფუძნა საფეიქრო სკოლა, აქვე დააარსა საფეიქრო ქარხანა. მუშაობდა ქალაქ ყუბაში (აზერბაიჯანი), სადაც ასწავლიდა ხალიჩების ქსოვას, სამღებრო საქმეს და ფეიქრობას. შემდეგ გიორგი ყაზბეგმა სამუშაოდ გადაიყვანა სტეფანწმინდაში.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.545


Share: