შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სავაჭრო კოლეჯი საბუღალტრო სპეციალობით 1974 წელს. გავლილი აქვს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ერთწლიანი კურსები (1990). მისი პირველი საყმაწვილო წიგნი (ლექსები, გამოცანები, შარადები, მეტაგრამები, ანაგრამები) გამოიცა 1993 წელს; ავტორია წიგნებისა: "გამოცანას მოგახსენებთ" (1993), "ირმის ნახტომი" (1995), "სენტენციები" (2002), "ცრემლიანი ქალი" (რომანი, 2008), "მოლოდინი" (2014), "ცოდნის ბილიკები" (2018). მუშაობდა ჩაისუბნის სკოლა-ინტერნატში მოლარე-მოანგარიშედ; ამჟამად აჭარის ტელეკომპანია ("აჭარა P.S.") TV - 12-ის საავტორო გადაცემის ("მითი და რეალობა") წამყვანია. არის სახალხო მედიცინის მცოდნეცაა, მას, სახალხო მკურნალი. პროზაიკოსი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |