The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ბაგრატიონი

სხვა სახელი:მარიამ ბატონიშვილი
დაბადების თარიღი:1755
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1829  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მარიამი იყო ერეკლე მეორის ასული. გათხოვილი იყო თბილისის მოურავ დავით ციციშვილზე. ჰყავდა 7 შვილი. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ისიც მძიმე სულიერ და ნივთიერ გაჭირვებაში ჩავარდა; ერთი ცნობით, გარდაიცვალა 1828 წელს, სხვა ცნობით - 1834 წელს. მარიამი პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქალი ყოფილა. მისი თანამედროვის, ბარბარე ქობულაშვილის დახასიათებით, ის "იყო დიდი ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმთოს წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ამბობდნენ – დიდის მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსო". ცნობილია მარიამის რამდენიმე ლექსი. ორი მათგანი ასახავს თავისი ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის საცოლის, ყაბარდოს მთავრის ასულის, გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას; დანარჩენები მოგვიანებით, თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაა შეთხზული და გამოხატავს მძაფრ სულიერ ტკივილს წარსულზე გოდებასა და აწმყოთი უკმაყოფილებას.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.537-538


გააზიარე: