შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიაქეთევანი ერეკლე მეორის ქალიშვილი იყო; 12 წლისა გაათხოვეს იოანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონზე, რომელსაც ერეკლემ მეორე სიძის, დავით სარდალ ორბელიანისაგან ჩამორთმეული სახლთუხუცესის თანამდებობა უბოძა; ქეთევანს შეეძინა 6 შვილი. როგორც სხვა ბატონიშვილები, 1810 წელს ისიც რუსეთში გადაიყვანეს საცხოვრებლად. ქეთევანის ერთი ლექსია ცნობილი; ჩანს, ის დაწერილია 1805 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულ თავის ძმებთან მისი კავშირი გამომჟღავნდა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. ამ ნაწარმოებშიც იგივე და იმავე მიზეზით გამოწვეული სევდაა გამოთქმული, რომელიც მარიამისა და სხვა ბატონიშვილების თხზულებებში გაისმის. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41-42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |