შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1912 წელს. 1913 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად. იყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილისა და საექსტერნო კურსების გამგე. შეადგინა ფიზიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის 13 სასკოლო სახელმძღვანელო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ სკოლებში ყველა სასწავლო დისციპლინა რუსულ ენაზე ისწავლებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა სამეცნიერო საბჭო, რომელსაც დაევალა ქართულენოვანი ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა ყველა საგანში. ტექნიკურ დისციპლინებში სახელმძღვანელოების შედგენა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილსა და კონსტანტინე კანდელაკს დაევალა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მეცნიერებათა აკადემიამ დაამტკიცა კონსტანტინე კანდელაკის მიერ შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოები. დაახლოებით, 50-იან წლებიდან 60-იან წლებამდე ყველა ქართულ სკოლაში ისწავლებოდა კონსტანტინე კანდელაკის მიერ შექმნილი ორიგინალური, ქართული სახელმძღვანელოებით. თუმცა, თავად კონსტანტინეს საკუთარი შრომის შედეგი არ უნახავს, თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მას მხედველობის ნერვის ატროფია განუვითარდა და მხედველობა დაკარგა, კონსტანტინე კანდელაკი სამი წელი გადიოდა მკურნალობას გერმანიის წამყვან კლინიკებში და მოახერხეს მხოლოდ ის, რომ სიბრმავისგან იხსნეს - გრძნობდა მხოლოდ დღის სინათლეს. კონსტანტინე კანდელაკის ნაშრომი ხელნაწერები ინახება ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. პირველი ქართულენოვანი სასკოლო, ტექნიკური დისციპლინების (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია) შემქმნელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |