The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გვიჩიანი

დაბადების თარიღი:1924  (101 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი; ქ. ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სპეციალობით.

1947 წელს დანიშნეს ბეჩოს საშუალო სკოლის დაწყებით კლასებში მასწავლებლად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას სხვადასხვა სკოლებში (ლატალში, წვირმიში, ცხუმარში, მურშველში); ბავშობიდან აღმოაჩნდა ცეკვისა და სიმღერის დიდი ნიჭი; იმ სკოლებში, სადაც მას მოუხდა მუშაობა ყველგან ჩამოაყალიბა მხატვრული ჯგუფები. 1970 წლიდან ხელმძღვანელობდა ლატალის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ორჯერ მიანიჭეს საკავშირო, ხოლო სამჯერ რეპუბლიკური ლაურეატის წოდება. ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს ფოლკლორის ეროვნული პრემია (1970, 2012).

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.129

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: