შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ ბალავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა მარტყოფის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა 2001 წელს; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსზე ქართული ლიტერატურის მიმართულებით. იყო ფოლკლორული ანსამბლის "ულავარის" სოლისტი; წერს ლექსებს და სიმღერებს, იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: "მწერლის გაზეთი", "ციცინათელა", "ნერგი", "ლიტერატურული საქართველო" და სხვა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.43-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |