The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან გიორგაძე

ქეთევან გიორგაძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1964  (62 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1989 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარის ნორჩ ნატურალისტთა რესპუბლიკურ სადგურში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად; გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" და რადიოს კორესპონდენტად; 1988 წლიდან ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2005-2006წწ. მუშაობდა ბათუმის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ; გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ძოწისფერი გვირილები" (თანაავტორია, 1987), "ეჰეი, უპოვარნო" (1990), "ვწერ სიყვარულზე" (1996), "სისხლიან ზოლთან" (2005), "ურიტმო ფიქრები" (2015). ესეისტი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.30

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მასწავლებელთა არასამთავრობო გაერთიანება "მოძღვარი", თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2015-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: