The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ყაზარ კარაპეტიანი

Other name:ლაზარე კარაპეტიანი
ყასარ კარაპეტიანი
ყ.კ.
Date of birth:25 December, 1872  (152 years)
Date of death:19??
Category:Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სომხური სამრევლო სკოლა.

მუშაობდა ცნობილი მწიგნობარ-მოვაჭრის, ზაქარია გრიქუროვის წიგნთ-სავაჭროში, სადაც შეისწავლა ქართული და რუსული ენები და შეუდგა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართულიდან სომხურად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის "განკარგულება" (გამოსცა სარგის იაგორიანმა ავტორის მოკლე ბიოგრაფიით და სურათით, 1903 წელს), სომხურიდან ქართულად თარგმნა ავ. აჰრონიანის "მთებში" (გამოსცა იოსებ იმედაშვილმა 1904 წელს). 1910 წელს, ქართული დრამატული საზოგადოებისათვის სომხურიდან თარგმნა პიესები: შირვანზადეს "ნამუსისათვის" და "ევგინე", ფავაზიანის "კლდე", რომელიც წარმოდგენილ იქნა ქართულ სახლში, ხოლო ქართულიდან თარგმნა ტრ. რამიშვილის "ექიმი აშირბაჯიანი" (დაიდგა სახალხო სახლში 1912 წლის 1 მაისს). თარგმნილ ლიტერატურას ხშირად თავისი ხარჯით გამოსცემდა, მთარგმნელობითი მოღვაწეობის გარდა პრესაში აქვეყნებდა წერილებს მწერლობისა და ხელოვნების შესახებ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.552

Bibliography

  • ლურჯი პერანგი და დარაჯი : მოთხრობები (Translator). - თფილისი, შუამავალის გამოცემა N4, 1907 (სტ. "ნადეჟდა"), 1907. - 16გვ.
  • დაკარგული სიმართლე : ჩინური ლეგენდა (Translator). - თფილისი, შუამავალი-ს გამოცემა N2, (ლამპარი), 1906. - 8გვ.
  • მთებში : სურათი (Translator). - თბილისი, იოსებ იმედაშვილის გამოცემა N26,(თავ. გრ. ნ. დიასამიძის სტ.), 1904. - 16გვ.

Share: