შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინგა გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1991 წელს. 1991-2004წწ. მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში კადრების განყოფილების უფროსად; აჭარის ტელევიზიის დაარსებიდან ერთი წელი იმუშავა საინფორმაციო გამოშვების წამყვანად; 2005 წლიდან მუშაობს საბიბლიოთეკო სისტემაში; არის აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; პროზაიკოსი, ექვსი წიგნის ავტორი, ცხრა ლიტერატურული კრებულისა და მშობლიური ქალაქისადმი მიძღვნილი ორი ლიტერატურული კრებულის რედაქტორ-შემდგენელი და პროექტ "ბათუმის" ავტორი; 2016 წელს იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის "ქალი, რომელიც ბავშვს უკითხავს წიგნებს" ნომინანტი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.31; აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა: bpl.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |