შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემენ დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1970 წელს. 1969 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "გზა მშვიდობისა". სხვადასახვა პერიოდში გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "გზა მშვიდობისა", "მწვანე იალქანი" (1972), "თეთრი მიხაკები" (1976), "ძლევაი უკუნისა" (1978), "ერთგულება" (1980), "ვაზის გახიზვნა" (1985), "ღალატი" (1987), "დაწყვეტილი სიმები" (2001), "პოემები" (2014), "ლექსები" (სამტომეულის I ტ. 2017) და სხვა. ავტორია ოთხი მეცნიერული მონოგრაფიისა და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიისა; შედგენილი და გამოცემული აქვს აჭარის სახალხო მთქმელის ანთოლოგია (თანაავტორია, 1979). სახვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ - თანამშრომლად, შემდგომ უფროს მეცნიერ - თანამშრომლად; გამომცემლობა "აჭარის" მთავარ რედაქტორად, მის მიერვე დაარსებულ ფირმა "MN"-ის პრეზიდენტად. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.32; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.114-115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |