შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიშა გირგვლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა თავის მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და მცირედი სპეციალიზაციის გავლის შემდეგ დანიშნეს სოხუმის ევაკოჰოსპიტალში წამყვან ქირურგად. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენტეხისა და მესტიის საავადმყოფოების განყოფილების გამგედ, მესტიის რაიონის მთავარ ექიმად, მთავარ ქირურგად და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმად. მესტიის რაიონში მან პირველმა ჩაატარა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კატეგორიის ქირურგის კვალიფიკაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.131 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |