The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარაპეტ გრიგორიანცი

კარაპეტ გრიგორიანცი
Date of birth:1870
Date of death:1943  (at 73 years)
Category:Writer, Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გულალი, აიგეძორი (სომხეთი).

დაიბადა ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთი სომხეთის ტავუშის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმებთან ერთად თბილისში გადმოსახლდა და გავლენიანი მოქალაქის არტემ იუზბაშევის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. ქართული ენა თელავში სომეხ მღვდელთან შეისწავლა. ერთხანს თელავის ბაზარში ვაჭრობდა. 1884 წელს თბილისში დაბრუნდა და ხატვას მიჰყო ხელი. 1890 წელს ჯვრის მამის ქუჩაზე საკუთარი სახელოსნო გახსნა. ძირითადად ხატავდა პორტრეტებსა (მათ შორის თამარ მეფის, შოთა რუსთაველის) და ნატურმორტებს. შემორჩენილია კარაპეტ გრიგორიანცის 40-მდე ნამუშევარი, რომელთა უმეტესობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. იოსებ გრიშაშვილი "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" კარაპეტ გრიგორიანცს მოიხსენიებს როგორც ლიტერატორს, 1910 წელს გამოცემული ლექსების კრებულის ავტორსა და სომხურად "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელს. 1894 წელს თბილისის არაქსიანის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ძმისმკვლელი". კარაპეტ გრიგორიანცის ტექსტების უმეტესობა დაკარგულია. შემორჩენილია ქართულ ენაზე დაწერილი "ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები", რომელიც ძველი თბილისის ყოფის სხვადასხვა მხარეს აღწერს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1943 წელს, 73 წლის ასაკში. მისი საფლავი დაკარგულია. თვითნასწავლი მხატვარი.

წყარო: ძველი თბილისის იშვიათი ამბები/კარაპეტ გრიგორიანცი.-თბ.,2011.-117გვ.; ვანგოგენი : Art-ხელოვნება: vangogen.com.ge; რადიო თავისუფლები: radiotavisupleba.ge

Bibliography


Share: