The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გირგვლიანი

დაბადების თარიღი:1953  (72 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში მეცნიერულ თემაზე: "ზემო სვანეთის მინდვრის კულტურები და სამარცვლე პარკოსანი კულტურები". შესწავლილი აქვს 200-ზე მეტი სახესხვაობა, მათ შორის ხორბლეულები (ჭვავი, შვრია, ფეტვი, სიმინდი და სხვა). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, გამოცემული აქვს წიგნები, რომლებიც ითარგმნა და გამოიცა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.134

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: