შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შუახევი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: დაბა შუახევის კოლმეურნეობაში (კოლწევრად), სოფელ ბრილის საშუალო სკოლის ისტორიისა და ფრანგული ენის მასწავლებლად; შუახევის რადიომაუწყებლობის თავმჯდომარედ; გაზეთ "ცისკრის" რედაქციის პასუხიმგებელ მდივნად; გაზეთ "თიანეთის" მთავარ რედაქტორად; დაბა შუახევის საშუალო სკოლის დირექტორად; 2014 წლიდან შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: ჟურნალ "ჭოროხსა" და "განთიადში". დავითაძის ლექსები შეტანილია კრებულებში: "ზეკარი" და "ძოწისფერი გვირილები". წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.35; შუახევის მუნიციპალიტეტი: shuakhevi.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |