The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნომადი ბართაია

ნომადი ბართაია
Date of birth:16 September, 1944  (80 years)
Category:Scientist, Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის განხრით 1966 წელს.

1966-2019 წწ. როგორც ირანისტი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრაზე, სადაც გაიარა თანამდებობები (ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი) კათედრის გამგეობამდე (2014-2019 წწ.); სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან ჯერ სპარსული ენის ლექტორად, მერე ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; ამჟამად, როგორც პროფესორი, აგრძელებს მუშაობას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ირანისტიკის განყოფილების ხელმძღვანელად; 1970-1971 წლებში, ერთი წლით, სსრკ განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული იყო ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში სპარსული ენის თარჯიმნად; სპარსულ ენასა და ლიტერტურაში, სხვადასხვა ვადით, კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის – ისპაჰანის (1976), ურმიის (1997), თეირანის თარბიათე მოდარესის (დოქტორანტთა) და გილანის (2001) უნივერსიტეტებში. 1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ "ენგურის" მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან არის ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ "კალამის" მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული და ისლამური კავშირების ორგანიზაციის საპატიო სიგელი (2001), ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელი (2006), თანამედროვე ირანელი პოეტის შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედალი (2016). არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი პოპულარული წერილის ავტორი. ირანისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 49-50

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2020 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2019 - სოფელ ლეხაინდრაოს საპატიო მოქალაქე
  • 2019 - ქართული კულტურის დესპანის წოდება
  • 2019 - ლიტერატურული პრემია "ქუჯი"
  • 2016 - მარტვილის საპატიო მოქალაქე
  • 2014 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (პოეზია)
  • 2014 - ლიტერატურული პრემია "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი"
  • 2009 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (თარგმანი)

Bibliography


Share: