შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იონა გუმბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1932 წელს გაანაწილეს სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, საიდანაც გაიგზავნა მოსკოვის ოლქის სამხედრო ქარხანაში სამუშაოდ; 1937 წელს მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე ელექტრომანტიორად; 1939 წლიდან რიონჰესის მშენებლობაზე მორიგე ინჟინრი, ტრესტ "საქსოფლელექტროში" ელექტრომექანიკური ლაბორატორიის გამგე, მთავარი დისპეჩერი, საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1964-1976წწ. "საქენერგოპროექტის" დირექტორი, 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.92-93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |