შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1966 წელს; თბილისის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1984 წელს. 1966-1969წწ. მუშაობდა "საქსოფლტექნიკაში" რევიზორად, მთავარ ბუღალტრად გარდაბნის განყოფილებაში; 1969-1970წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფროსი ინსპექტორი; 1970 წლიდან საქმიანობას აგრძელებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში, სადაც სხვადასხვა წლებში მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: 1970-1982წწ. "საქმთავარენერგოს" უფროსი რევიზორ-ბუღალტერი; სარევიზიო განყოფილების უფროსის მოადგილე; საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსი; 1983 წელს სარემონტო ქარხნის დირექტორის მოადგილე; 1983-1984წწ. "საქმთავარენერგოს" პროფკომიტეტის განთავისუფლებელი თავმჯდომარე; 1984-1988წწ. "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე; 1988-1991წწ. "საქმთავარენერგოს" სპეციალიზირებული სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული მინისტრის მოადგილე; 1995-1996წწ. სს "პონტოელის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1996-19988წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განყოფილების უფროსის მოადგილე; 1999-2005წწ. სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. სს "თბილსრესის" უსაფრთხოების მენეჯერი; 2008-2009წწ. უსაფრთხოების დეპარტამრნტის უფროსი; 2007-2008წწ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი; ენერგეტიკის დარგის გარდა მუშაობდა სრულიად საქართველოს ქრისტიანული კავშირის აღმასრულებელ დირექტორად (1993-1995), საქართველოს კავშირგამბულობის სისტემაში აღმასრულებელ დირექტორად (1998-1999). 1991 წელს ქ. მოსკოვში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.94-95
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |