შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრი დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია 2006 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2011 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა და პოემებისა: "მთვრალი დაისი" (2007), "დაუსრულებელი წერილი" (თანაავტორია, 2009), "აბგდ" (ოთხი ავტორის კრებული, 2010), "დახურეთ ზეცა" (2011), "სევდიანი სალაღობო ბათუმს" (2013), "მერე ვნახოთ რა იქნება" (პიესა, 2014), "ვისაც გაქცევა შეუძლია" (პიესა, 2017). სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა "მერანის" გენერალურ დირექტორად, ლიტერატურის განვითარების ფონდში, საზოგადოებრივ მაუწყებელში - გადაცემის წამყვანად, ავტორად, პროდიუსერად. საბავშვო პროზისათვის მიღებული აქვს საერთაშორისო საზოგადოება "ბლაგოდარ" - ის პრემია. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.- 37გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |