შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გირგვლიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, სტუდენტურ ოლიმპიადებში. 1998 წელს ქიმიის ფაკულტეტის მე-5 კურსელი იყო, როცა დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედლით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის. 1989-1992წწ. მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, ენიკოლოპოვის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში (მოსკოვის ოლქი, ქ. ჩერნოგოლოვკა), სამეცნიერო ნაშრომზე სილიციუმორგანული ეპოქსი პოლიმერეის სფეროში. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის წოდება ქიმიის დარგში. 1994 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მაღალმოლეკულურ ქიმიის ნაერთთა კათედრაზე. პარალელურად მუშაობდა გარემოს დაცვის სფეროში. მონაწილეობდა საქართველოს, რეგიონალურ და საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში. ამავე პერიოდში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გარემოსდაცვით მენეჯმენტში, უფრო სუფთა წარმოების ტექნოლოგიებში და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ტექნოლოგიებში. მუშაობდა საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საკონსულტაციო სამსახურში. 2002-2006წწ. მონაწილეობდა ევროგაერთიანების პროექტში "უფრო სუფთა წარმოება ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში": მოლდოვა, საქართველო, ყაზახეთი; 2008-2012წწ. კითხულობდა ლექციების კურსს ინდუსტრიულ ეკოლოგიაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაიბეჭდა საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტი სამეცნიერო საკონსულტაციო ანგარიშის მომზადებაში მათ შორის არის უფრო სუფთა წარმოების სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც გამოიცა ევროგაერთიანების ეგიდით. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედალი სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის (1998). წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |