შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბართლომე მეგრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. პირველ დაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ქვენობანის სამრევლო სკოლაში. შედმეგ სწავლა განაგრძო ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში; დაამთავრა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელი; 1901 წელს გამოცდები ჩააბარა ორკლასიანი სკოლის მასწავლებლის წოდებაზე; 1911 წელს დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული პედაგოგიური კურსები ტფილისში. 1902 წელს პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს ხვაბრეთის ორკლასიანი, 1903 წელს - აბაშის ერთკლასიანი სკოლების გამგე-მასწავლებლად. 1906-1907წწ. იგი ბასილეთის საზოგადოების ორკლასიანი სასწავლებლის გამგე იყო; 1906 წელს მისი და ნ. ქურიძის (ზომლეთელის) ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო მასწავლებელთა კორპორაცია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავად იყო. 1907 წელს დააპატიმრეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პირი; 1908-1910წწ. იგი იყო ხულოს (აჭარა) ორკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი. აქ მას მუშაობა რთულ პირობებში მოუხდა, ვინაიდან ადგილობრივი ხოჯა-მოლები წინააღმდეგობას უწევდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში ქართული ენა არ ესწავლათ. მოსახლეობაში კი მისი ავტორიტეტის ზრდის გამო, იგი ხულოს მოაშორეს და ბათუმის ოლქშიც მუშაობა აუკრძალეს. 1917-1918წწ. მუშაობდა ართვინის ოლქის მმართველად და მისი ძალისხმევით რუსული ექვსკლასიანი სკოლა ქართულ სკოლად გადაკეთდა; დააარსა ახალი სკოლებიც; ავრცელებდა ქართულ წიგნებსა და გაზეთებს. 1911-1914წწ. მოღვაწეობდა ჩოხატაურისა და ხიდისთავის, 1915-1917წწ. - ტფილისის, 1917-1918წწ. - ართვინის, 1922-1926წწ. - ფოთის, 1926-1929წწ. - საინგილოს, 1930-1936წწ. - ქედასა და ხულოს, 1937-1942წწ. - თბილისისა და მახლობელი რაიონების სკოლებში გამგე-მასწავლებლად, ზოგან დირექტორადაც. ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, აგრეთვე გეოგრაფიას. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან. ავტორია აღზრდის საკითხებზე მეთოდურ-კრიტიკული წერილებისა. იგი ქართველ ინტელიგენტთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელმაც თავისი ცოდნა და ენერგია მოახმარა აჭარელი და ინგილო ახალგაზრდობის აღზრდისა და კულტურული განვითარების დიდ საქმეს. მან საინგილოში, როგორც ზაქათალის ოლქის ნაციონალური სკოლების განყოფილების გამგემ დააარსა 8 ქართული, 2 რუსული, 1 სომხური და 1 ბერძნული სკოლა. სილ. თავართქილაძესთან ერთად 1912 წელს ჩოხატაურის ეგნატე ნინოშვილის სახელობის და 1917 წელს პოლიო ირეთელთან ერთად ხიდისთავის ჭოლა ლომთათიძის სახელობის სამკითხველოები დააარსა, სადაც წარმოდგენებიც იმართებოდა. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების მასწავლებელთა გაფიცვებში, პოლიტიკურ მიტინგებსა და დებატებში. ბართლომე მეგრელიძე 40 წელზე მეტი ემსახურა განათლების საქმეს. ცნობილი პედაგოგი, სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე. ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნის იოსებ მეგრელიძის ძმა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |