The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიაზ ზოსიძე

ნიაზ ზოსიძე
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პუშკინის (ახლანდელი სულხან-საბას) სახელობის ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1985 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: შუახევის რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ჯერ სპეციალისტად, შემდეგ ხელმძღვანელად; გაზეთ "აჭარის" რედაქტორად, შუახევის მუნიციპალეტიტეის გამგებლად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ავტორია ექვსი წიგნისა: "იერუსალიმში" (2005), "აჭარა - ფარი საქართველოსი" (2013), "ნეტაი ადრე მოსულიყავი" (2017), "თან მეტირება, თან მეცინება" (2018), "გომარჯოს ფერეიდანს" (2019), "რა დამავიწყებს" (2019). მისი ბიოგრაფია შეტანილია კრებულში - "ვინ ვინ არის" (2002, ქ. თბილისი). გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-42გვ.; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ჟურნალისტთა კავშირი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2019-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: