The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აზა ბასლანიძე

აზა ბასლანიძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება 1974 წელს.

მუშაობდა სოხუმის პირველ სამუსიკო სკოლაში პედაგოგად და კონცერტმაისტერად; სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის კონცერტმაისტერად; ხშირად იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში, მისი ლექსები შეტანილია საბავშვო პოეზიის ანთოლოგიაში; გამოცემული აქვს საბავშვო პოეზიის კრებულები: "ჯადოსნური კიბე" (2009), "მხიარული ფიქრები" (2013), "თეთრი ღრუბლები" (2014). მიღებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო საქმელმოქმედო ფონდის საპატიო სიგელი 2016 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა ერვნული აკადემია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
    საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: "მომღერალი ფერები", "თეთრი ღრუბლები", "ოქროს თევზი", "მხიარული ფიქრები"
  • 2016 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
    უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული ფრიად საინტერესო საბავშვო ნაწარმოებისათვის
  • 2015 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია
    ქართულ საყმაწვილო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2014 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი
    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • ქართული კულტურის ამაგდარის დიპლომი
    ქართულ კულტურაში სეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • ლეკვი და პონი : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, ფავორისტი სტილი, 2024. - 108გვ.. - ISBN: 9789941859045
  • ლურჯი ნაკადულები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2019. - 96გვ.. - ISBN: 9789941813320
  • ოქროს თევზი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 84გვ.. - ISBN: 9789941252228
  • მომღერალი ფერიები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 80გვ.. - ISBN: 9789941251290
  • თეთრი ღრუბლები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2014. - 76გვ.
  • თეთრი ღრუბლები : საბავშვო ლექსები და ქართული ანბანი (ავტორი). - თბილისი, "მერიდიანის" გამ-ბა და სტ., 2013. - 88გვ.
  • ჯადოსნური კიბე : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 80გვ.. - ISBN: 9789941015939

გააზიარე: