შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უშანგი გურეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიწისქვეშა საბადოების დამუშავების სპეციალობით. 1966 წლიდან მუშაობდა გეოლოგიურ საძიებო პარტიის დამხმარე მუშად, "საქგუმბრინის" მიწისქვეშა ტრანსპორტის ელმემანქანედ, "საქნახშირის"ტყიბულის შახტის საექსპლუატაციო უბნის უფროსის მოადგილედ, "საქნახშირის" ტყიბულის შახტის მე-4 უბნის უფროსად, ტყიბულის რაიონალური სამთო-ტექნიკური ინსპექციის სამთო-ტექნიკურ ზედამხედველად, "საქნახშირის" ტყიბულის შახტის მთავარ ინჟინრად, ამავე შახტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, დირექტორად. იყო საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს დეპარტამენტ "საქნახშირის"თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქ. ტყიბულის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარე, ქ. ტყიბულის მერი, სთბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დეპრტამენტ "საქნახშირის" თავმჯდომარე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება "საქნახშირის" თავმჯდომარე. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენით და ჯილდოებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 95-96 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |