შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო თებიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი (საღორეთი), ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1971 წელს. 1970-1971 წლებში მუშაობდა ქედის რაიონული გაზეთის რედაქციაში კორესპონდენტად; 1971-1979 წლებში - კოლოტაურის რვაწლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1979-1980 წლებში - ძეწმანის რვაწლიანი სკოლის, ხოლო 1992 წლიდან პირველი მაისის საშუალო სკოლის მასწავლებლად. ავტორია ექვსი პოეტური კრებულისა: "ლექსები" (1974), "ხნულში ჩამდგარი მზე" (1979), "სიზმარი და ცხადი" (1988), "გაუმხელელი ფიქრები" (2001), "შავი პაპირუსი" (2005), "სიყვარულით" (2015). პერიოდულად იბეჭდება ქედის რაიონულ გაზეთებში, ჟურნალ "ჭოროხში" და სხვა გამოცემებში. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.45 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |