The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა დადიანი

მანანა დადიანი
დაბადების თარიღი:1953  (72 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1976 წელს და ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1976-1980წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინერ-მგეგმარებლად; 1980-1998წწ ენერგეტიკის ინსტიტუტი; 1998-2001წწ. ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართველო", განახლებადი ენერგიის ექსპერტი, 2001 წლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შესწავლილი აქვს საქართველოს არატრადიციული ენერგეტიკული პოტენციალი და მათი რეგიონალური განაწილება შემდგომი პერსპექტიული ათვისების მიზნით, ენერგიის ათვისების ახალი ტექნოლოგიების გავრცელება საქართველოში და სხვა. მონაწილეობდა საქართელოს ენერგეტიკული კონცეფციის შექმნაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1996). გამოქვეყნებული აწვს 15 სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 97


გააზიარე: