The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა კახიძე

დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ჩხუტუნეთი, ხელვაჩაურის რაიონი.

1999 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1999 წელს. 

მწერლის პირველი ნოველა ("თეონა და ნიკა") 1983 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ჭოროხში"; ავტორია ნოველების კრებულებისა: "მოლოდინი" (1992), "იდილია" (1998), "შადა" (2001), "შხუნა" (2004), "მე შენ მიყვარხარ" (2014), "დახეული ბარათები" (2015). მონოგრაფიებისა: "ხევისბერი" (მაჭახლის ხეობის ბერმუხის სულხან კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ), "მკურნალი ლივანის ხეობიდან" (მარადიდელი ექიმის როლანდ დიდმანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ). 1983-1991 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის არასაუწყებო ორგანიზაციაში. 1992 წლიდან ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.49

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (2010-)

ბიბლიოგრაფია

  • მე შენ მიყვარხარ : მოთხრობები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2014. - 184გვ.. - ISBN: 9789994021017
  • შხუნა : ნოველები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2004. - 274 გვ.. - ISBN: 9994021192
  • შადა : ნოველები (ავტორი). - ბათუმი , აჭარა, 2001. - 84გვ.

გააზიარე: