The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაჰარბი გურგულიანი

მაჰარბი გურგულიანი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1966  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

მას ბავშობიდან გამოჰყვა ცეკვისა და სიმღერის უბადლო ნიჭი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია იმ დროს სვანეთში მოღვაწე, სვანური ცეკვისა და სიმღერის დიდოსტატს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს პლატონ დადვანს და იგი პატარა ასაკშივე აიყვანა მესტიის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრად, სადაც იგი პირველი დღეებიდანვე გახდა წამყვანი სოლისტი, როგორც ცეკვაში, ისე სვანურ სიმღერებში. საზოგადოებას დღემდე კარგად ახსოვს მის მიერ შესრულებული ცეცხლო-ვანი ცეკვები. იგი ანსამბლთან ერთად მუდმივად მონაწილეობდა ხალხური თვითშემოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და მიღებული ჰქონდა გამარჯვების მედლები და სიგელები. 1940 წლიდან რვაჯერ მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და რვაჯერვე მიიღო ლაურეატის წოდება გუნდთან ერთად. რაიონულ ანსამბლში მუშაობის პარალელურად მ. გირგვლიანმა თავისივე სოფელ ლატალში ჩამოაყალიბა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა როგორც სვანეთში ისე საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებში. ქორეოგრაფი და ლოტბარი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.142


გააზიარე: