Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა გულედანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა კავშირგაბმულობის ელექტოინჟინერიის სამხედრო ტექნიკუმი 1938 წელს; პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და იბრძოდა სევასტოპოლში. იგი აქტიურად იყენებდა თავის სპეციალობას და ცეცხლის ხაზზე ელვის სისწრაფით აღადგენდა დაზიანებულ კავშირგაბმულობის ხაზებს, რითაც დიდად უწყობდა ხელს საბრძოლო მოქმედებების ეფექტურ წარმოებას. წინა ხაზზე ბრძოლების წარმოების პროცესში იგი ორჯერ მძიმედ დაიჭრა და დაბრმავდა, მაგრამ მალე აღიდგინა ჯანმრთელობა და კვლავ ჩაება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში. 1947 წელს დემობილიზებული იქნა საბჭოთა არმიიდან და ჩააბარა ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სვანეთში. 1954 წელს დაინიშნა ხაიშის საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც მისი ინიციატივით აშენდა ახალი ორსართულიანი საშუალო სკოლა. გაიხსნა საღამოს საშუალო სკოლა და რუსული ენის 8 წლიანი სკოლა. აგრეთვე სკოლა ინტერნატი. ომიდან დაბრუნების შემდეგ პედაგოგად 45 წელი იმსახურა. გერმანული არმიის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის სამჯერ დაიმსახურა უმაღლესი მთავარსარდლის ი. ბ. სტალინის მადლობა (1944). დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, უფროსი ლეიტენანტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.143 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |