Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტერენტი ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სენაკის რაიონი. დაამთავრა სენაკის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ 1939 წელს დაიწყო მუშაობა აბაშის რაიონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1941 წლის 22 ივნისს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს 300 000 კაცი, მათ შორის ტერენტი ყიფიანი. ამავე წლის მაისის ბოლოს ვარშავის მახლობლად ტყეში აშენებულ ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, გადარჩენის ერთადერთი გზა გერმანელთა მიერ შექმნილ ბატალიონში შესვლა იყო, რომელთაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეროვნების ტყვეებით ავსებდნენ. ამგვარ ბატალიონებს აღმოსავლეთის ფრონტზე უშვებნდენ, თუმცა ტყვეები ისევ საბჭოთა არმიის მხარეს გადადიოდნენ, ამიტომაც გერმანელებმა ტყვეები დასავლეთის ფრონტზეც გადაანაწილეს. 1942 წლის ოქტომბერში ასეთი გადანაწილებისას ტერენტი ყიფიანი აღმოჩნდა პოლონეთში, ქალაქ კრუშინაში. სწორედ აქ გაიგო, რომ ბერლინში გამოდიოდა გაზეთი "საქართველო", სადაც აქვეყნებდა ლექსებს ურდოელის, ხანაც ბარათელის ფსევდონიმით. 1942 წელს ბერლინში გამოცემულ ხუთ ლექსზე წერილი დაუწერია გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" (1991). 1943-1944 წლებში მუშაობდა ბიბლიოთეკაში (საფრანგეთში), პარალელურად წერდა ლექსებს ფრონტზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე. საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი "ლეგიონერი", რომელთანაც პოეტი აქტიურად თანამშრომლობდა და საკუთარ ლექსებს გზავნიდა. 1945 წელს ბერლინში გამოიცა მისი კრებული "ლექსები" ვახტანგ ურდოელის სახელით (რომლის შესახებაც თავად ავტორმა არც იცოდა). ტერენტი ყიფიანი სამშობლოში 1946 წლის მარტში დაბრუნდა. ის დააპატიმრეს ტყვედ ჩავარდნის გამო, მან დაახლოებით ოთხი წელი დაჰყო საპატიმროში. ამის შემდეგ იგი სენაკში დაბრუნდა და ორმოცი წლის განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. წყარო: ქართული ემიგრანტული მწერლობა: litinstituti.ge; ტერენტი ყიფიანი-უჩინარი სახელი ქართულ პოეზიაში/ ავთანდილ ნიკოლეიშვილი., ოლე: ლიტერატურული ჟურნალი / მწერალთა ასოციაცია "ლიტერატურული კახეთი". თელავი, 2021, №3 (50). სპეციალური ნომერი. გვ.61-64 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |