The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისიდორე მანწკავა

ისიდორე მანწკავა
სხვა სახელი:სვიანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1944  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი 1917 წელს, შემდეგ შევიდა ფოთის გიმნაზიაში.

ფოთის გიმნაზიაში სწავლის დროს, 1920–1921 წლებში, იგი თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სამეცნიერო-სალიტერატურო და პოლიტიკურ ჟურნალ "რიჟრჟში". აქ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები და ლიტერატურული წერილები: "დაჩაგრულთა მგოსანი (ნოე ჩხიკვაძე)", "ქართულ პოეზიაზე" (ვ. გაფრინდაშვილი, გ. რობაქიძე, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე). ისიდორე მანწკავამ სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. მისი წერილები "ექსპრესიონიზმი", "იასამნის პოეზია" და სხვ. იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში, ზოგჯერ სვიანელის ფსევდონიმითაც. 1920–იან წლებში ისიდორე მანწკავა საფრანგეთის ემიგრაციაში მოხვდა და ვიქტორ ნოზაძესთან და ედუარდ პაპავასთან ერთად დიდი ძალისხმევის ფასად დააარსა ჟურნალი "კავკასიონი", რომლის რვა ნომერიც გამოვიდა. "კავკასიონის" ფურცლებზე დაიბეჭდა ისიდორე მანწკავას უცხოეთში დაწერილი პირველი წერილები. მეორე მსოფლიო ომის წლებში ისიდორე მანწკავა ქართულ ენასა და მწერლობას ასწავლიდა პარიზელ ქართველ ახალგაზრდებს. მას ცდა არ დაუკლია, რომ ქართველი ხალხისთვის გადაერჩინა გესტაპოში წამებით დაღუპული ქართველი მეცნიერის, პროფესორ გრიგოლ ფერაძის უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი; პრაღაშიც კი გაემგზავრა და ფეხით შემოიარა ყველა ბიბლიოთეკა, სადაც, სავარაუდოდ, ეს არქივი ინახებოდა, მაგრამ ამაოდ. ისიდორე მანწკავა სრულიად ახალგაზრდა, 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდგომ მას დიდხანს არ უცოცხლია. იგი გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად იშლის საავადმყოფოში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული ემიგრანტული მწერლობა: hlitinstituti.ge; ისიდორე მანწკავა-ქართული კულტურის ისტორიის მკვლევარი: დაბრუნებული სახელები/ გ. ლორთქიფანიძე., ლიტერატურული საქართველო.-თბილისი,1989. 29 სექტემბერი, გვ.14; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.520

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: