The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ჟორჟოლიანი

სხვა სახელი:ანზორ რეული
წიგნაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1923  (102 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

მუშაობდა ინჟინრად ნოვოროსიისკში, კასპსა და ზუგდიდში, საიდანაც გაიწვიეს ჯარში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცოლად შეირთო ჰაიდელბერგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, გერმანელი მომღერალი ედელტრაუტ ეპლინგი. პირველ თვრამეტ წელს ისინი ცხოვრობდნენ ჰაიდელბერგში, სადაც შექმნეს საფეიქრო წარმოება; 1963 წელს გადავიდნენ მიუხენში. აქ სოსო ჟორჟოლიანმა ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი (იბეჭდებოდა წიგნაძისა და ანზორ რეულის ფსევდონიმებითაც). რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოსადგურ "თავისუფლების" ქართულ რედაქციაში. 1956 წლიდან ჰაიდელბერგში ყოფნისას დაიწყო ლექსების წერა. 1971 წელს მიუნხენში სოსო ჟორჟოლიანმა გამოსცა ლექსების კრებული, რომელიც თავადვე გააფორმა მხატვრულად. მან ასევე გერმანულ ენაზე დაწერა პიესა "თამარა". ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული ემიგრანტული მწერლობა: litinstituti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: