შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გულედანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქალაქ კემენჩუკის საფრენოსნო სასწავლებელი 1971 წელს; ლენინგრადის საავიაციო აკადემია 1992 წელს. 1971 წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო თვითმფრინავ აენ-2-ზე მფრინავად ქუთაისის 230 ავიატორში, 1976 წელს ქ. თბილისში გადმოიყვანეს და 347-დე რაზმში დაინიშნა თვითმფრინავ იაკ-40-ზე მეორე მფრინავად, 1978 წელს გახდა ამ ხომალდის მეთაური; 1982 წელს ქ. ულიანოვსკში აიმაღლა კვალიფიკაცია და იგი დაინიშნა ლაინერ ტუ-154-ის მეორე მფრინავად; 1985 წელს მიანიჭეს პირველი კლასის მფრინავის კვალიფიკაცია; 1992 წელს დაინიშნა ტუ-154-ის მეთაურად. იყო აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე, სადაც ასრულებდა მთელ რიგ საფრენ სარისკო დავალებებს. 2008 წელს სამუშაოდ გადავიდა უკრაინაში და დაფრინავდა ამერიკის კონტინენტზე გაეროს ეგიდით. უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მუშობდა საქართველოს ავიაკოპანიებში სხვადასხვა თანამდებობაზე. ჰაერში დაჰყო სულ 18700 საათი და შემოიარა თითქმის მსოფლიოს ოთხივე კონტინენტი. პირველი კლასის მფრინავი, აფხაზეთის ომის მონაწილე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |