Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დაუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს; თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1963 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიების კათედრის ასპირანტურა 1963 წელს. 1956-1958წწ. გეოლოგიური სამმართველოს გეოფიზიკური ექსპედიციის ტექნიკოს-გეოფიზიკოსი; 1958-2005წწ. ტრესტ "საქნავთობის" საქართველოს სამრეწაო-გეოფიზიკური ექსპედიციის (შემდგომში "შპს "საქსარეწგეოფიზიკა") ინჟინერ-გეოფიზიკოსი, მთავარი გეოლოგი; 1973-2005წწ. გენერალური დირექტორი; 1968-1971წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექსპერტად ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის სფეროში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს სპეცდისციპლინებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2003 წელს მიენიჭა "საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება". გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |