The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა გულედანი

დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2005  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო სოხუმის უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე, სადაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობის შემდეგ დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. სტუდენტებს ლეციებს უკითხავდა ქართულ და რუსულ ენებზე. ფილოსოფიის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა აგრეთვე სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ორგანიზაცია "ლემის", რომელიც დიდ სამუშაოებს ეწეოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.146


გააზიარე: