The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი კონცელიძე

ლალი კონცელიძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1991 წელს.

1998-2015 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "აჭარაში" (კორექტორად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, დირექტორად). პარალელურად, 2008 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორია, 2016 წლიდან - აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ნატალია ტოლსტაიას, ვლადიმერ გაჩევის, ალექსი თარიას, ალექსანდრ პოტიომკინის ნაწარმოებები.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

გააზიარე: