შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში, ჟურნალ "სინათლეში"; 1974 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში, ლექსები გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით. 2000 წელს დაარსა ლიტერატურული სალონი "მაჯახელა"; 2001 წელს გამოსცა ალმანახი ამავე სახელწოდებით; უსინათლო პოეტი - ამ სიტყვის ინტელექტუალური და ყოფითი გაგებით. პოეტი იყო თავისი ცხოვრების წესითაც; მისი ბიოგრაფია კი სულ რამოდენიმე სტრიქონში ეტევა; 2008 წელს მის ხსოვნას მიეძღვნა ლექსების კრებული "სიყვარული ღვთიური". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.57; ქართული ლიტერატურა და ხელოვნება: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |