The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ბერაძე

რამაზ ბერაძე
დაბადების თარიღი:1957
გარდაცვ. თარიღი:2016  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, ინჟინერი, მწერალი, მწვრთნელი, პოეტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწათმოწყობის ინსტიტუტის ინჟინერ-ნიადაგმცოდნე, ტელერადიომაუწყებლობაში რედაქტორად, სპორტკომიტეტში წამყვან სპეციალისტად; იგი წლების განმავლობაში იყო წარმატებული რაგბისტი, თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში, წვრთნიდა სარაგბო კლუბებს; ლიტერატურულ-შემოქმედებით მოღვაწეობას მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ეწეოდა, როდესაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები; პირველ პოეტურ კრებულს ერქვა "წრებრუნვა", რასაც კიდევ ორი კრებული მოჰყვა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.57

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: