Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ დათეშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია, შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში. ჟენევაში პედაგოგიური კურსების დამთავრების შემდეგ, ორ წელიწადში ქუთაისში დაბრუნდა. მუშაობდა ფრანგული ენის პედაგოგად. 1916 წლიდან სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1925 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1929 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის სამკურნალო ფაკულტეტის V კურსზე განაგრძო სწავლა და ექიმ პედიატრის სპეციალობით დაამთავრა. 1931 წელს ქუთაისში "დათეშიძის გორის" გვერდით მყოფ სკოლის ეზოში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დააარსა 25 ადგილიანი პირველი სანიმუშო სახლი. ბავშვთა სახლი ძირითადად დათეშიძეებისა და მეგობრებისგან მიღებული თანხებით გახსნა. ერთი წლის შემდეგ სახლის დაფინანსება სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. არსებობს არაერთი მნახველის ჩანაწერი, სადაც დიდი აღფრთოვანებაა გამოხატული ბავშთა სახლის დათვალიერების შემდეგ. (დოკუმენტები ინახება მედიცინის ისტორიის მუზეუმში). პირველად სწორედ ამ ბაღში დაიწყო ელისაბედ დათეშიძემ აეროთერაპიით ბავშვების მკურნალობის მეთოდის გამოყენება, რომელიც 1928 წელს, გერმანიაში ყოფნისას პროფესორ კირშთან აითვისა. ბავშვების საწოლები ღია ვერანდაზე იყო მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ პირველად მან შემოიღო ბავშვთა გაშვილების ანუ პატრონაჟის (დღეს "მინდობით აღზრდა") მეთოდი, რომელსაც თავად უწევდა კონტროლს. 1934 წელს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატმა სვანეთში გააგზავნა, სადაც მისი ინიციატივით ბეჩოში, მესტიაში, ლენტეხსა და სხვა ადგილებშიც გაიხსნა მსგავსი ბავშვთა სახლები. აეროთერაპიის მეთოდის გამოყენება მან თავის მეგობარ ცნობილ ექიმ მარიამ უგრელიძესთან ერთად თბილისის ბავშვთა კლინიკაში გააგრძელა. ბოლო წლებში ლიზა დათეშიძე დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო -კვლევით ინსტიტუტში მეთოდისტად მუშაობდა. მან არაერთი საინტერესო მეცნიერული ნაშრომი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი ძუძუთი კვების მნიშვნელობას ეხება. წყარო: ელისაბედ (ლიზა) დათეშიძე ცხოვრება და მოღვაწეობა / საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა.-თბ., 2010.-გვ.515; პატარების დიდი ქომაგი : პედიატრ ელისაბედ დათეშიძის გახსენება / ჯუმბერ ქორჩილავა // საქართველოს ქალი. - თბილისი, 1971. - N6. - გვ.10-14; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |