The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი

პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი
Date of birth:1832
Date of death:1917  (at 85 years)
Burial location:საფიჩხიის საგვარეულო სასაფლაო, ქუთაისი
Category:Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

განათლება ქუთაისელ კათოლიკე პატრებთან მიიღო.

საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მისიონერთა დიდი ნაწილი ღვთისმეტყველების გარდა დაუფლებული იყო აგრეთვე სააფთიაქო და სამკურნალო საქმეს, ხშირ შემთხვევებში ისინი ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობდნენ და ხალხში პატივისცემას იმსახურებდნენ; მკურნალობის და წამლების დამზადების ხელოვნებას ისინი ქუთაისის ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემდნენ, კათოლიკე პატრებისაგან ისწავლა საექიმო საქმე პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის მამამ, ივანე კოკოჩაშვილმა (1799-1864). მისივე დამსახურებაა "ბოტანიკური ლექსიკონის" შედგენა, ლათინურ, არაბულ, თურქულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამგვარად პეტრე-პავლე კათოლიკე ბერების მიერ ჩამოტანილი საექიმო და სააფთიაქო საქმის ცოდნის ერთგვარი მემკვიდრე იყო, იგი შემდეგ დიდად განვითარდა საექიმო, სააფთიაქო და სავაჭრო ასპარეზზე. პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი უდიდესი დამსახურებაა, რომ 1869 წლის 22 ივნისს ქუთაისში პირველი აფთიაქი (დღევანდელი №8 აფთიაქი) გაიხსნა, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი იყო მთელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა. პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სერიოზული კომერციული კავშირები ქონდა საერთაშორისო დონეზე და სხვადასხვა ფარმაცევტულ მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, კონსტანტინოპოლიდან, ბერლინიდან და ვენიდან; სულ მალე პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა გააფართოვა თავისი საქმე და ერთმანეთის მიყოლებით გახსნა აფთიაქები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მისი აფთიაქები მოგვიანებით 1875 წელს გაიხსნა ტყიბულში, შემდეგ ბათუმში, უწერაში და ა.შ. 1890 წელს კი, ქუთაისში პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა გახსნა სააფთიაქო და ქირურგიული აპარატურის მაღაზია. მისი შვილები - ლევანი, ივანე და ზაქარია პროვიზორები იყვნენ და საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქის ცხოვრებაში. 1888 წელს ქუთაისის სახელმწიფო სათათბიროში 5 პროვიზორი იყო და მათგან ორი ლევან და ივანე კოკოჩაშვილები იყვნენ. 2018 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეებისა და ქალაქის სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნით ქუთაისის N8 აფთიაქს პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სახელი მიენიჭა. ფარმაცევტი, პროვიზორი. "ბოტანიკური ლექსიკონის" შემდგენლის, ივანე კოკოჩაშვილის შვილი, პროვიზორ ნინა კოკოჩაშვილის ბაბუა.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი": radiodk.ge; უცნობი ქუთაისი:  hi-in.facebook.com; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.730; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 116-117; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.43-46

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1915-)

Share: