Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა კონცელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა ბათუმის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 2003 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2006 წელს. ავტორია წიგნებისა: "სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია" (თანაავტორია, 2013), "სუბტროპიკულ - ტექნიკური კულტურები" (თანაავტორია, 2015), "მეხილეობა" (სამ ავტორთან ერთად, 2018). ავტორია 4 მონოგრაფიისა და 50 -მდე სამეცნიერო სტატიისა. მეცნიერების პარალელურად იგი ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობს. ავტორია ლექსთა კრებულებისა "ვედრება" (2002) და "ზღვის ტალღებში" (2012). იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტის მდივნად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის საკოორდინაციო ცენტრის წამყვან სპეციალისტად, ბათუმის სამედიცინო - ეკოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგად, ბათუმის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში ასისტენტად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად. 2013 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერ - თანამშრომელია. სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი (2009). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |