შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. შალვა ჩიხლაძე პირველად სპორტით მაშინ დაინტერესებულა, როცა ნიკოლოზ (კოლია) ქვარიანის ჭიდაობა უნახავს. 1930 წელს დაიწყო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა. მისი მწვრთნელი იყო გიორგი ქავთარაძე. შემდეგ წელს გადავიდა თბილისში, ცნობილ მწვრთნელ ვახტანგ კუხიანიძესთან. 1932 წელს უკვე საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1934 წელს - ამიერკავკასიის პირველობა. მალე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, 1935 წელს საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, შემდეგ წელს კი - ჩემპიონი. გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; მსახურობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის ცალკეული სპეცდანიშნულების ქვეით ბრიგადაში. 1941 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში და იქიდან პირდაპირ ომში წავიდა. ქალაქ კალუგასთან ახლოს დაჭრეს, 1942 წლის მარტამდე ჰოსპიტალში იწვა, მერე კი თბილისში დააბრუნეს მკურნალობის გასაგრძელებლად. 1944 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სსრკ-ის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებიც მოიპოვა. 40 წლის შალვა ჩიხლაძე 1952 წელს ოლიმპიურ გუნდში შეიყვანეს, იგი ჰელსინკის ოლიმპიადაზე 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობდა, 40 წლის ფალავანმა ფინეთში 4 ბრძოლა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ფინელი კელპო გრიონდალის წინააღმდეგ ჭიდაობდა. აღნიშნულ ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, 1:2 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. სსრკ ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1946, 1947), ორგზის მესამე პრიზიორი (1937, 1941), ოთხგზის მეორე პრიოზირი (1935, 1944, 1947, 1951), XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი) თავისუფალ ჭიდაობაში, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. 1953 წელს კარიერა დაასრულა. მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
წყარო: სპორტული პორტალი: sportall.ge; ქარტული სპორტი: sport.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |