შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან საღარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ლევან საღარაძემ 1932 წელს 19 წლის ასაკში დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდა, სადაც დაფუძნდა და შექმნა ოჯახი. სამოციანი წლების დასაწყისში პირველად მიეცა საქართველოში დაბრუნების საშუალება, თუმცა მანამდეც განუწყვეტლივ ზრუნავდა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის როგორც სირიაში, ასევე მთელს ახლო აღმოსავლეთში. 1984 წელს ლევან საღარაძის დახმარებით გამოიცა "ვეფხისტყაოსნისა" და ქართული ლიტერატურის სხვა შედევრების თარგმანები არაბულ ენაზე. ქველმოქმედი. წყარო: ჟურნალი "თბილისელები": old.tbiliselebi.ge; dspace.nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |