Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეროძე რუთა![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. ბავშვობაში ერთხანს ოჯახით მაღაროსკარში ცხოვრობდა, სადაც მისი ქართულის მასწავლებელი იყო პოეტი ბაჩანა რაზიკაშვილი; ახალგაზრდობის წლებში დაახლოებული იყო ლადო ასათიანთან და მის მეგობრებთან. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისში გამომავალი გაზეთების რედაქციებში მუშაობდა; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1934 წელს გაზეთ "რიონჰესის დამკვრელში"; გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი, მათ შორის ლექსების კრებულები: "პირველი ფრენა" (1961), "პატარა ჩანჩქერი" (1969), "ლერწმის სალამური" (1976), "მზის მონოლოგი" (1979) და სხვა; მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა საქალაქო და რესპუბლიკურ პრესაში; ავტორია რამდენიმე პიესისა, რომელთაგან ლირიკული პიესა "ახირებული" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოთხი კი - ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.61 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |