შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ნიკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 2000 წელს; დოქტორანტურა ფილოლოგიის განხრით. 2000 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მოწვეულ მასწავლებლად; 2012 წელს დოროთეა პარკელის ფსევდონიმით გამოსცა პირველი ლექსების კრებული "Carpe Diem". იმავე წელს რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხში". 2013 წელს გამოიცა ჰაიკუების კრებული "51 ჰაიკუ", რომელიც თაი ჰოკიარას ფსევდონიმითაა ცნობილი; 2013 წელს დააარსა "დოროთეა პარკელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი", რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს; 2016 წელს კიდევ რამდენიმე ჰაიკუ დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხში"; 2016 წელს მოთხრობა "სამი მარწყვი" გამოქვეყნდა კრებულში "ინგას უბანი"; 2017 წელს ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა პატარა რომანი "ციგრიტი", რომელიც 2018 წელს ცალკე წიგნად გამოიცა. ამავე წელს ეს რომანი ინგლისურად ითარგმნა. დოქტორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.63; ეკვილიბრიუმი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |