შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ბიბილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალიტიკის ფაკულტეტი 1994 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესის კორესპონდენტად, რედაქტორად, სამხედრო ჟურნალისტად, სატირულ-იუმორისტული ტელეპროგრამების ავტორი, რედაქტორი და სცენარისტი; მისი ლექსები, მოთხრობები და წერილები ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1985 წლიდან; ავტორია პოეტური, პროზაული და ესეისტური კრებულებისა: "ნუ მესიზმრები, რაა!" (მერანი, 1999), "ჩემი მდოგვის მარცვალი" (ინტელექტი, 2009) და ერთი პროზაული კრებული – "კონგო ანუ ზაირი" (ინტელექტი, 2014), "ფაზლი" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა, 2018). კინოსცენარისტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.65; არმური: armuri.georgianforum.com; youtube.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |