შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გულედანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს. მუშაობდა ქ. თბილისის ყოფილი კალინინის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად; 1976 წელს როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა იურისტი დააწინაურეს და სამუშაოდ გადაიყვანეს თბილისის პროკურატურაში სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად, 1979 წელს დანიშნეს ამავე განყოფილების ხელმძღვანელად; 1998 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის პროკურორის უფროს თანაშემწედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანოებთან ურთიერთობის ხაზით; 1999-2006წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.147 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |