შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გეგენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1934 წელს. მუშაობდა ქ. ტყიბულის რაიონულ აღმასკომში, 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, მიღებული ჰქონდა სამხედრო ჩინი და მედლები. 1946 წელს, არჩილ გეგენავა იყო ქუთაისის გამწვანების მთავარი აგრონომი, ხოლო შემდეგ ამავე ტრესტის მმართველი. მისი უშუალო ინიციატივით ქუთაისში 1969 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ქუთაისის ფილიალი, რომლის უცვლელი დირექტორი იყო გარდაცვალებამდე. არჩილ გეგენავა არაერთხელ იყო არჩეული ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |