The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა ბიბილაშვილი

ზაზა ბიბილაშვილი
Date of birth:16 August, 1974  (50 years)
Category:Lawyer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ამერიკის კანისიუს კოლეჯი (ცნობილი იეზუიტური სასწავლებელი), საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

სხვადასხვა დროს იყო ფოთის პორტის, თელიანი ველის, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელ მეგობართა" და საქართველოს ღვინის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მისი წერილები იბეჭდება წამყვან ქართულ ბეჭდვით და ონლაინ პუბლიკაციებში; ჩართული იყო საქართველოში დადებულ თითქმის ყველა უმსხვილეს გარიგებასა თუ მიმდინარე პროცესში, რითიც მან დააგროვა მრავალმხრივი, მულტი-კულტურული მოლაპარაკებების წარმოებისა და მენეჯმენტის უნიკალური გამოცდილება; ამ პერიოდის ყველაზე გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული უნივერსიტეტისა და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დაცვა; 2013 წელს შეუერთდა ყოფილ მმართველ პარტიას და გახდა მისი პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2016 წელს, იყო ერთ-ერთი ლიდერი პარტიის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და მალევე არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2002-2005წწ. Ernst & Young-ის იურიდიული პრაქტიკის დირექტორი, ხოლო 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა არტურ ანდერსენთან აფილირებულ GCG იურიდიულ ოფისს, ასევე წამყვან საკონსულტაციო კომპანიას იმ პერიოდში; 2005 წელს დააარსა BGI, წამყვანი იურიდიული და საკონსულტაციო ფირმა საქართველოში; 2018 წლის მაისში სრულად ჩამოშორდა პარტიულ საქმიანობას და მთლიანად გადაერთო "ჭავჭავაძის ცენტრის" განვითარებაზე, ხოლო 2020 წლის 6 თებერვალს ოფიციალურად გადადგა თანამდებობიდან და დატოვა პარტია; კერძო პრაქტიკაში გადასვლამდე, მუშაობდა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ნიუ იორკში; იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავდაპირველ დამფუძნებელთა შორის; 2009-2013წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2014-2017წწ. არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი და მისი ბორდის წევრი; სიფა-ს ფარგლებში, მისი ინიციატივით, საქართველოში პირველად დაიწყო Pro Bono საქმიანობის დანერგვა და პოპულარიზაცია; არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბორდის წევრი მესამე ვადით, სადაც ხელმძღვანელობდა საარბიტრაჟო კომისიას; ევროპის სავაჭრო პალატის არბიტრი და უმსახურია ICC-ის საარბიტრაჟო პანელების წევრად ლონდონსა და ვენაში, მსხვილ საერთაშორისო დავებში; არის საქართველოს ვაგნერის საზოგადოების დამფუძნებელი, რომელიც ახორციელებს ამ დიდ კომპოზიტორთან დაკავშირებულ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას; 1995 წელს დასახელდა Paul Harris Fellow-დ, რაც არის საერთაშორისო როტარი კლუბების უმაღლესი ჯილდო.

წყარო: ილია ჭავჭავაძს სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი: chavchavadzecenter.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, დამფუძნებელი წევრი

Share: